1. პროექტის სახელწოდება:
მე
და კომპიუტერი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ რომ კომპიუტერი არა
მხოლოდ გასართობი ინსტრუმენტია მათ ხელში არამედ უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს საგანმანათლებლო
კუთხით და ისწავლიან მათი ინტერესების შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას.
3. პროექტის აქტუალობა:
დღევანდელი
რეალობიდან გამომდინარე სხვადასხვა მიზეზთა გამო ბავშვები ზედმეტად არიან მიჯაჭვულები
კომპიუტერულ თამაშებზე , რაც სერიოზული პრობლემაა განსაკუთრებით ამ ასაკობრივ ჯგუფში
(6-10 წელი)
4. პროექტის მიზნები:
ამ პროექტის მიზანი კი იქნება მათთვის კომპიუტერის სხვა
მხრივ, საგანმანათლებლო მიზნებისათვის გამოყენება, რათა მათი მიჯაჭვულობა თამაშიდან
სასარგებლო საქმიანობად იქცეს. პროექტის ფარგლებში ბავშვები ისწავლიან მათი ინტერესებისა
და მისწრაფებების გათვალისწინებით კომპიტერის, ინტერნეტის გამოყენებას, ინფორმაციის
მოძიებას, მის დამუშავებასა და გამოყენებს. გასათვალისწნებელია აუცილებლად კიბერუსაფრთხოება.
ინტერნეტის პირისპირ დარჩენილ მოსწავლეს აუცილებლად უნდა განემარტოს ელემენტარული უსაფრთხოების
ნორმები.
5. მონაწილეთა ასაკი:
6-10 წელი (1-4 კლასები)
6. ვადები/ხანგრძლივობა:
2 თვე (8 კვირა)
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის თითოეული მონაწილე საკუთარი ინტერესების შესაბამისად
ინტერნეტში მოიძიებს მასალას, რომელზე დაყრდნობითაც შექმნის პროდუქტს. ეს იქნება რამე
ხელნაკეთი ნივთი, ელექტრონული პროდუქტი, პრეზენტაცია თუ სხვ.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა. პროექტის თითოეული მონაწილის გამოკითხვა ინტერესთა
სფეროების განსასაზღვრად.
ბ. ინტერესების მიხედვით მონაწილეთა ჯგუფებად გადანაწილება.
გ. კიბერუსაფრთხოება.
დ. თითოეული ჯგუფისათვის ინდივიდუაალურად მომზადდება
მათი ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით გეგმა-პროექტები. მიეთითებათ შესაბამისი
საიტები, რომლებიც დაეხმარებათ მათი ინტერესების დახვეწაში, მიზნის მიღწევასა და სასურველი
პროდუქტის შექმნაში.
ე. მონაწილენი გაეცნობიან მითითებულ საიტებს და თავადაც
შეეცდებიან მოიძიონ მსგავსი ინტერნეტ რესურსები. და ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებს
რათა დასახონ მომავალი მუშაობის გეგმა, ინდივიდუალურად შექმნიან საბოლოო პროდუქტს თუ
გუნდურად?
ვ. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები: უფრო საფუძვლიანად
დაეუფლებიან ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას; მოიძიებენ მასალებს (წიგნებიდან, ინტერნეტიდან);
გამოკვლევენ, გამართავენ დისკუსიებს (აკრიტიკებენ ან იწონებენ გარკვეულ მოსაზრებებს,
იცავენ გამოთქმულ აზრს და სხვა)
ზ. მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეები არა მხოლოდ თეორიულად
გაეცნობიან მათი ინტერესების შესაბამისად ინტერნეტ რესურსის გამოყენებას, არამედ პრაქტიკულად განახორციელებენ მატ იდეებს, რაც ვფიქრობ
მეტი მოტივაცია იქნება სამომავლოდ მათთვის კომპიუტერის შესაძლებლობების სწორად გამოყენებისათვის.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ; ქართული ენა; რუსული ენა; ინგლისური ენა; ხელოვნება;
მუსიკა (და სხვა ინტერესების შესაბამისად)
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
No comments:
Post a Comment